სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი გაერთიანდა ვირტუალური ინსტიტუტის აკადემიურ ქსელში, რომელიც ფუნქციონირებს 59 ქვეყანაში. უნივერსიტეტის გაწევრიანების პროცესს წარმართავდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
ვირტუალური ინსტიტუტი არის გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო საქმიანობას. პროგრამამ 2004 წელს დაიწყო ფუნქციონირება 5 ქვეყნის უნივერსიტეტის ხელშეწყობით. 10 წელში, ვირტუალური ინსტიტუტი გარდაიქმნა გლობალურ ქსელად, რომელიც აერთიანებდა 101 უნივერსიტეტსა და კვლევით ცენტრებს 52 ქვეყნიდან.
სამეცნიერო ინსტიტუტის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს განვითარებულ ქვეყნებს სწორი პოლიტიკის დაგეგმვის დიზაინის ფორმირებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
http://vi.unctad.org/news-mainmenu-2/826-vi-welcomes-119th-institutional-member